ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა

Electronic ID Card

 

პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად აუცილებელია გენერალურ საკონსულოში გამოცხადება, წინასწარ ჩაწერით.



 

             ვიზიტის დანიშვნა             

 

   ვიზიტის დანიშვნის ინსტრუქცია   

 


საქართველოს მოქალაქის პირადობის (ელექტრონული) მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე 10 წლის ვადით, განცხადების წარდგენიდან 45 დღის განმავლობაში.


პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:


  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან დაბადების მოწმობის ასლი;


  • გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი (Money Order) 30 აშშ დოლარის ოდენობით


  • იმ შემთხვევაში, თუ გსურთ პირადობის მოწმობის მიღება ფოსტის საშუალებით, გთხოვთ წარმოადგინოთ მუყაოს კონვერტი მისამართით და სათანადო რაოდენობის საფოსტო მარკებით;


  • თუ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არ არის წარმოდგენილი პირის დოკუმენტის გაცემის ან რეგისტრაციის ფაქტის დადასტურება, არ არის წარმოდგენილი პირის ფოტო ან არსებული ფოტოს ხანდაზმულობიდან გამომდინარე ვერ ხერხდება იდენტურობის დადგენა, საჭიროა ფოტოზე გამოსახული პირის იდენტურობის დადგენა საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქის მიერ. საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ფოტოიდენტურობის დადასტურება ან გააფრთხილოს მოქალაქე წინასწარ არსებული პროცედურის განხორციელების შესაძლებლობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პირადობის მოწმობა გაცემულია 10 წლის წინ. ფოტოიდენტურობის დადასტურება შესაძლებელია, როგორც საკონსულოში, ასევე, ქ. თბილისის იუსტიციის სახლში.

 

 
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ