ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საკონსულო აღრიცხვა

 

საზღვარგარეთ მყოფი ნებისმიერი მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე 

 

საკონსულო აღრიცხვა არის საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით, ან მუდმივად ყოფნის ფაქტის აღრიცხვა.  საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს საზღვარგარეთ დროებით მყოფი ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია საფოსტო გზავნილის მეშვეობით ან ვებ გვერდის გამოყენებით:

 

 

  საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა  

 

  რეგისტრაციის ინსტრუქცია  

 

 

საფოსტო გზავნილის მეშვეობით საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების მიზნით, პირმა  სასურველია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

 


  • თანმხლები უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში მოქმედი პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი და ასევე ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები;


  • მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისათვის საჭიროა წარმოდგენილი იქნეს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.


ამასთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია საკონსულო აღრიცხვაზე დააყენოს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და შესაბამისი პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღება საქართველოს მოქალაქეს ასევე შეუძლია პირადად ონლაინ რეჟიმში (Skype) იუსტიციის სახლის ვებ-გვერდის მეშვეობით: http://intpass.cra.ge/consularmain.aspx

 

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უფასოა!

 

 
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ